European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS

ENHANCEMENT OF BLACKSEA INNOVATION CAPACITY

Article Category

Article available in the following languages:

სტიმული შავი ზღვის რეგიონში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის

პროექტი B-SEENOVA შავი ზღვის რეგიონში ინოვაციების ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო საწარმოებს (მსს-ებს) განვითარებაში დაეხმარა. სამიზნე მსს-ებს ინოვაციების მართვის უკვე გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვთ და ისინი Horizon 2020-ში მონაწილეობისთვის უკეთესად არიან მომზადებულნი.

Society icon Society

„კვლევასა და ინოვაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 2030 წლისთვის ჯანსაღი და მდგრადი შავი ზღვის მისაღებად,“ განაცხადა წინა წელს კომისარმა კვლევის, მეცნიერებისა და ინოვაციის დარგებში, კარლოს მოედასმა. დადებითი მხრიდან თუ შევხედავთ, შავი ზღვის რეგიონი უკვე იღებს სარგებელს ინოვაციებზე ორიენტირებული მსს-ებისგან. თუმცა, მათ მაინც აკლიათ მნიშვნელოვანი ინგრედიენტი: თავიანთ სივრცეში ინოვაციის წამახალისებელი ზომების გატარება სარგებლის მისაღებად. „ამ რეგიონში თითქმის არცერთ მსს-ს არ აქვს ის, რასაც ჩვენ „ინოვაციის მართვის სისტემას“ ვუწოდებთ. ამის შედეგად ბევრი გამოწვევა იჩენს თავს კონცეფციის შემუშავების სტადიაზე და ინოვაციების განვითარების პროცესში, რაც, თავის მხრივ, პროექტის ან იდეის ნაადრევ სიკვდილს იწვევს,“ გვიხსნის პროექტის B-SEENOVA (Enhancement of Black Sea Innovation Capacity) ექსპერტი ინოვაციის მართვის შესაძლებლობების დარგში ჩაღრი ისიტანი. B-SEENOVA ერთი მიზნით დაიწყო: გაზრდილიყო მსს-ების მართვის შესაძლებლობები. ამის მისაღწევად გუნდმა ზრდისა და ინტერნაციონალიზაციის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე 35 მსს შეარჩია აუდიტის შემდეგ. ეს მსს-ები სხვადასხვა სექტორში მუშაობენ: მათ შორისაა სამედიცინო მოწყობილობები, საფეიქრო მრეწველობა, წყლის ტუმბოები და ლიფტების წარმოება. ამ მსს-ებისთვის ინდივიდუალურად მომზადდა სამოქმედო გეგმები, მათ შორის ინოვაციის პროცესების რუკები იდეიდან შედეგამდე, ასევე ლიდერობის, მართვისა და თანამშრომლობის სტრატეგიები. სამოქმედო გეგმები ინოვაციის მართვის სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს და ინოვაციის შესაძლებლობებსა და ინოვაციის მიზნებს შორის შესაძლო შეუსაბამობებს იკვლევს.

დაგეგმვიდან მოქმედებამდე

დაგეგმვის ფაზის შემდეგ დარჩენილი სამუშაო გულისხმობდა მსს-ების მხარდაჭერას სამოქმედო გეგმების განხორციელებაში და მათთვის Horizon 2020-ის ფარგლებში მსს-ებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. „პროექტმა B-SEENOVA მათი ინფორმირებულობის დონე აამაღლა და მათ მსს-ებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტისთვის პროექტების მომზადების სტიმული მისცა“, აღნიშნავს ისიტანი. შერჩეული მსს-ების უმრავლესობამ ამ პროცესის დასრულების შემდეგ აჩვენა, რომ მათ უკვე შეუძლიათ ინოვაციების მართვის შესაძლებლობების კუთხით საკუთარი თავის შეფასება. მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს პროექტის B-SEENOVA ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით. „ამის ერთი კონკრეტული მაგალითია მსს, რომელიც ინოვაციურ საქმიანობას ეწეოდა და რომელმაც თავისი შიდა პროცესების მართვის სისტემა შექმნა. პრობლემა იყო ის, რომ მათი ინოვაციების მართვის სისტემა მხოლოდ კომპანიის მმართველ გუნდზე და კვლევისა და განვითარების დეპარტამენტებზე იყო ორიენტირებული,“ აღნიშნავს ისიტანი. „სხვა დეპარტამენტები ჩართული არ იყო. კომპანიის მმართველმა გუნდმა უფრო დიდი სურათის დანახვა შეძლო ჩვენი მხარდაჭერით. მათ კომპანიის ინოვაციების მართვის სისტემა გააუმჯობესეს და მასში ყველა დეპარტამენტი ჩართეს.“ საბოლოო ჯამში, პროექტის გუნდმა გაუმჯობესება შენიშნა ფირმების ბიზნეს-პროცესებში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, წარმოების დანახარჯები შეამციროს და პროდუქტი და მომსახურება გააიაფოს. „აღნიშნული მოქმედების ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია მომსახურების მიმღები მსს-ების მომგებიანობისა და ზრდის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მაგრამ ინოვაციების დარგში კვლევები/პროექტები გრძელვადიანია და ამიტომ, პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში შედეგებზე დაკვირვება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ მათ გაიაზრონ, რის გაკეთება შეუძლიათ ინოვაციების მიმდინარე შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა ინდივიდუალურად შედგენილი სამოქმედო გეგმები,“ ამბობს ისიტანი. პროექტის B-SEENOVA ყველა მომსახურება მთლიანად ინტეგრირებულია ევროპის მეწარმეთა ქსელის კონსორციუმის მომსახურებებთან COSME Work Programme 2019-ის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასასრულს უახლოვდება, შავი ზღვის რეგიონში მომუშავე მსს-ებისთვის სარგებლის მომტანი იქნება საწარმოთა კონკურენტუნარიანობისა და მცირე და საშუალო საწარმოების პროგრამის (COSME) მომსახურებები, რომლებიც ინტერნაციონალიზაციისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაზრდას უკავშირდება.

Keywords

B-SEENOVA, შავი ზღვა, მსს-ები, ინოვაცია, Horizon 2020, ინოვაციის მართვა

Discover other articles in the same domain of application