European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS

Multi-use affordable standardised floating Space@Sea

Article Category

Article available in the following languages:

მოტივტივე კუნძულები საცხოვრებლად და სამუშაოდ

დიდი, ხელოვნური მოტივტივე კუნძულები პოტენციურად უფრო იაფი, ეკოლოგიურად უფრო მდგრადი და უფრო მოქნილია, ვიდრე პოლდერირებით ან ამოვსებით შექმნილი ახალი ტერიტორიები. ოფშორული აქტივობებისა და სანაპირო ზოლების გაფართოების მზარდი საჭიროების გამო პროექტი Space@Sea გვთავაზობს ახალ დიზაინსა და ტექნოლოგიებს ასეთი პროექტების განსახორციელებლად.

Food and Natural Resources icon Food and Natural Resources
Energy icon Energy

სულ მალე წყალზე მცხოვრები ევროპელები რეალობა იქნება. ამაში გემებს არ ვგულისხმობთ. ეს იქნება გიგანტური მოტივტივე პლატფორმები, რომლებზეც განლაგდება შენობები. თუ ამაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, დასარწმუნებლად სამ სტატისტიკურ მონაცემს გთავაზობთ. ევროპის მოსახლეობა იზრდება და მალე 450 მილიონს მიაღწევს, 2050 წლისთვის მოსალოდნელია ურბანიზაციის დაახლოებით 83,7 %-მდე გაზრდა, ხოლო ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის 40 % სანაპირო ზოლებზე მოდის. ამავე დროს, ოფშორული საქმიანობებისთვის პირდაპირი მნიშვნელობით ზურგის ქარი ამოვიდა. „ენერგიის მოპოვება ქარის საშუალებით ზღვაზე უფრო ეფექტურია, ვიდრე ხმელეთზე, უფრო სტაბილური ქარის გამო. გარდა ამისა, თავად ზღვა საკვებისა და მასალების მოპოვების თვალსაზრისით უფრო და უფრო საინტერესო ხდება. თუ გავაერთიანებთ მოსახლეობის მატების, ქალაქებისა და სანაპიროების ზრდის, ზღვის დონის აწევისა და ზღვაზე აქტივობების ზრდის ტენდენციებს, დავინახავთ, რომ ყველაფერი ეს ითხოვს ზღვაზე ტერიტორიების დამატებას’“, ამბობს მაარტენ ფლიკემა, პროექტის Space@Sea (Multi-use affordable standardised floating Space@Sea) კოორდინატორი, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციას MARIN.

მრავალფუნქციური გადაწყვეტები

პროექტის Space@Sea მიზანია, შექმნას გარემოზე დაბალი ზეგავლენის მქონე, მრავალფუნქციური მოტივტივე კუნძულები, წარმოადგინოს მათი მოდელები და შეაფასოს ევროპის ორი რეგიონისთვის განკუთვნილი ბიზნეს-ქეისები. კონსორციუმი იმედოვნებს, რომ პროექტის სასიცოცხლო ციკლის დასრულების დროისთვის მზად იქნება ლოგისტიკური ცენტრი ჩრდილოეთის ზღვაზე და ენერგეტიკული ცენტრი ხმელთაშუა ზღვაზე. ორივე ცენტრში შევა აკვაკულტურა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, პროექტი განიხილავს მოტივტივე ლოგისტიკური ცენტრის შექმნას შავ ზღვაზე, როგორც ერთჯერადად გამოსაყენებელ ვარიანტს. წინა პროექტები ისედაც მრავალმხრივი გამოყენების მოტივტივე კუნძულების ბიზნეს-ქეისებზე იყო ორიენტირებული. მაგრამ Space@Sea უფრო შორს მიდის, აკეთებს რა აქცენტს დანახარჯების შემცირებაზე, მდგრად განვითარებაზე და კუნძულის ფორმასთან, ტივტივის ტიპთან და გემსაბმელთან დაკავშირებული ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავებაზე. როგორც ფლიკემა აღნიშნავს: „ამჟამად არ გვაქვს დიდი მასშტაბის მოტივტივე კუნძულების შექმნის ტექნიკური გადაწყვეტები მმართველობისა და რეგულაციების არარსებობის გამო. ზღვაზე ნებისმიერი აქტივობაში ჩართულია გემები, მცირე პლატფორმები ან პოლდირების ან ამოვსების გზით შექმნილი ახალი ტერიტორიები. ბოლო ვარიანტს, რომლითაც ნიდერლანდები არის ცნობილი, ორი ძირითადი ნაკლი აქვს: მისი განხორციელების შემთხვევაში გარდაუვალია გარემოზე უზარმაზარი ზემოქმედება და მეორე, მისი განხორციელება ტექნიკურად და ეკონომიკურად ხელსაყრელია მხოლოდ დაახლოებით 25 მეტრამდე სიღრმის წყლებში.“ ასეთი შეზღუდვები სავსებით გამორიცხავს შავ ზღვას, სადაც რუმინული პორტი კონსტანცა ეძებს მოდულური კუნძულის გადაწყვეტას განვითარებასა და გაზრდასთან დაკავშირებული მიმდინარე პროექტებისთვის. ესენია: დაახლოებით 150 ჰა ფართობის მიმატება ხელოვნური კუნძულის საშუალებით; LNG ტერმინალის შექმნა ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; ქარის ფერმისა და ელექტროსადგურის შექმნა; და ბარჟის ტერმინალის გაფართოება. პროექტი დასასრულს უახლოვდება და უკვე წარმოდგენილია სამი წარმატებული ძირითადი დიზაინი. პირველი, ესაა ტივტივის ძირითადი დიზაინი - მართკუთხა ტივტივა, რომლის გვერდის სიგრძე 45 ან 95 მეტრია. მეორე, ესაა გემსაბმელის სისტემა მოდულური პლატფორმისთვის, რომელიც მოქნილად და ეფექტურად გაუმკლავდება პლატფორმაზე გემსაბმელით მიბმას. და ბოლოს, ტექნიკური მომსახურებისა და ოპერაციების პლატფორმა ქარის მოტივტივე ფერმებისთვის. ორდონიანი პლატფორმის სამუშაო და საცხოვრებელი ოთახები დაახლოებით 32 ადამიანზეა გათვლილი. აქ უნდა იყოს შესაძლებელი საწვავის რეზერვებისა და სათადარიგო ნაწილების განთავსება, რამაც გემებითა და შვეულმფრენებით გადაზიდვები უნდა შეამციროს. პროექტის რუმინულმა პარტნიორმა ICEPRONAV Engineering წვლილი შეიტანა საინჟინრო კუთხით ტივტივის დიზაინისა და ფუნქციების შემუშავებაში. პროექტის Space@Sea იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაოს გაჩენასთან ერთად იწყება ცხოვრება. რადგანაც სამუშაო კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს მოითხოვს, ჩვენი პლატფორმები უფრო დიდ სამუშაო ძალას მოიზიდავს და მათ სტიმულსაც კი მისცემს, რომ თავიანთი ოჯახები თან წამოიყვანონ. ჩვენ ველით, რომ მოტივტივე კუნძულის ზომა თანდათანობით გაიზრდება და ფუნქციების მზარდი რაოდენობა დასჭირდება,“ განმარტავს ფლიკემა. „ანალოგიურად, ქალაქები შეიძლება გაზრდის საჭიროების წინაშე დადგეს, მაგრამ მათ არ ჰქონდეთ კუნძულისთვის აუცილებელი სივრცე. ბუნებრივია, რომ გადაწყვეტის საპოვნელად ისინი ზღვის განხილვას დაიწყებენ.“ ფიკემა აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში ენერგეტიკულ ცენტრს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ოფშორული მიმართულებებისთვის. ის აქსელერატორის როლს შეასრულებს მოტივტივე კუნძულების განვითარებაში. ამას სწრაფად უნდა მოყვეს ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა საცხოვრებელი პირობები, გასართობი ღონისძიებები, ლოგისტიკური სერვისები და აკვაკულტურა. „ჩვენ სამუშაოს მოტივტივე კუნძულების შექმნის დეტალური გეგმით დავასრულებთ,“ დასძენს ის. „ტექნიკური გადაწყვეტა უკვე ხელმისაწვდომია და შესაბამისად, შესაძლებელია რეგულაციებისა და მმართველობის შესახებ დამატებითი განხილვების დაწყება.“

Keywords

Space@Sea, მოტივტივე კუნძული, შავი ზღვა, ქარის ენერგია, აკვაკულტურა, ლოგისტიკური ცენტრი, ტივტივა

Discover other articles in the same domain of application