European Commission logo
English English
CORDIS - EU research results
CORDIS

Article Category

News
Content archived on 2023-04-17

Article available in the following languages:

ისევ ყურადღების ცენტრშია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტები, რომლებსაც შავი ზღვის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვს

მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგების პაკეტმა შავ ზღვასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი უკვე გაგაცნოთ, შავი ზღვის კვლევის ხელშემწყობი სხვადასხვა სახის სამუშაოს შემდგომი გაშუქების მიზნით დადებით აღნიშვნას კიდევ ხუთი პროექტი იმსახურებს. მათგან მხოლოდ სექტორული ასპექტების, კვლევის პოლიტიკის მართვისა და კავშირების დამყარების დასახელებაც კმარა.

Climate Change and Environment icon Climate Change and Environment
Food and Natural Resources icon Food and Natural Resources

პროექტი ALFF, რომელსაც მხარს უჭერს მარი სკლოდოვსკა-კიურის ინოვაციური სასწავლო ქსელი (ITN), მიზნად ისახავდა წყალმცენარეების ბიოლოგიისა და ეკოსისტემის ფუნქციონირებაში მისი როლის უკეთ გააზრებას. გუნდმა სპეციალურად შეისწავლა და შეამოწმა როგორც სასარგებლო, ისე მავნე მიკრობები, რომლებიც მთლიანობაში წყალმცენარეების მიკრობიომის სახელითაა ცნობილი. ALFF იყო საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ადრეულ ეტაპზე დარგის მკვლევრების მომზადებას, წყალმცენარეების კულტივაციის განვითარებასა და ბიოკონტროლის ახალ სტრატეგიებში წვლილის შეტანას. პროექტის პარტნიორები მუშაობდნენ ბუნებრივად არსებული წყალმცენარეების სიმბიონტებისა და პათოგენების გამოვლენაზე და მათი ურთიერთქმედების აღწერაზე უახლესი გენომიკური, მოლეკულური და ბიოქიმიური მეთოდების გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო ქსელის ერთ-ერთი დოქტორანტი, კეტრინ მორისეი გენტის უნივერსიტეტიდან თურქეთის უნივერსიტეტში გაგზავნეს, სადაც მან წყალმცენარეების შესახებ კვლევის ნაწილის შესრულება შეძლო. ALFF-ში მიღებული მნიშვნელოვანი ცოდნა ხელს შეუწყობს წყალმცენარეების კომერციულ გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრას და წყალმცენარეების აკვაკულტურის სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიის გაძლიერებას. მეორე გამორჩეული პროექტია Green Bubbles, რომელიც ორიენტირებული იყო დაივინგთან დაკავშირებული სარგებლის მაქსიმალურად გაზრდაზე და უარყოფითი ზემოქმედების შემცირებაზე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის მიღწევა აკვალანგით წყალქვეშა ცურვის სფეროში. მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობის ინოვაციებისა და კვლევების სფეროში კადრების გაცვლის (RISE) პროექტმა შექმნა წესებისა და რეკომენდაციების მნიშნელოვანი სახელმძღვანელო, ხარისხის მარკირების სისტემა დაივინგის ინდუსტრიისთვის და წყალქვეშა 3D კარტოგრაფირების ინოვაციური მიდგომა. მასში შედის ახალი მოწყობილობები და ონლაინ-ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია მკვლევრებისთვის, დაცული საზღვაო ტერიტორიების მენეჯერებისთვის, ყვინთვის ოპერატორებისთვის და მოყვარული მეცნიერებისთვის. პროექტმა შექმნა მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც დაივინგს, სამოყვარულო მეცნიერებასა და ოკეანეების შესახებ ინფორმირებულობას ერთმანეთთან აკავშირებს. მან ასევე გამოუშვა ვირტუალური თამაში, მონაცემთა ონლაინ-ბაზა და ხელსაწყო უსაფრთხო დაივინგისთვის. პროექტის განმავლობაში მიღებული ცოდნა გამოყენებული იქნა ახალი ან გაუმჯობესებული სერვისების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების შესაქმნელად, რომლებიც მიზნად ისახავდა დაივინგის სექტორის მდგრად გაფართოებას. ხელსაწყოთა კომპლექტმა ოკეანეების შესახებ ინფორმირებულობა და სამოყვარულო მეცნიერება ერთმანეთთან დააკავშირა. მისი ნაწილი გახდა სწავლების მოდულური სახელმძღვანელო, რომელიც სასკოლო პროგრამების, დაივინგის ოფიციალურ სასწავლო პროგრამების, უნივერსიტეტის დონის კურსებისა და „მოამზადე ტრენერების“ აქტივობების საფუძველზე შეიქმნა. Coordination and Support Actions (CSAs) კიდევ ერთი ტიპის პროექტია, რომელიც კვლევის პოლიტიკას, თანამშრომლობის დაფინანსებასა და კონტაქტების დამყარებას უწყობს ხელს. CSA-ს პირველ მაგალითს წარმოადგენს Oceans 2, რომელმაც წვლილი შეიტანა ერთობლივ ინიციატივაში „ჯანსაღი და პროდუქტიული ზღვებისა და ოკეანეების შესახებ“ (JPI Oceans) და შემდეგ მისი განვითარება მე-7 ჩარჩო პროგრამის პირველი პროექტის (CSA Oceans) შედეგებს დაეფუძნა. JPI Oceans არის მთავრობათაშორისი პლატფორმა, რომელიც 2011 წელს დაარსდა და ამჟამად 20 წევრი ქვეყნისგან შედგება, მათ შორისაა რუმინეთი და თურქეთი, რომლებიც შავ ზღვას ესაზღვრება. ის ინოვაციებში ჩადებული ინვესტიციებისა და ეროვნული კვლევების ღირებულებას ზრდის ეროვნული პრიორიტეტების მოწესრიგებისა და ერთობლივი მოქმედებების განხორციელების გზით. CSA მხარს უჭერდა ერთობლივი ტრანსნაციონალური ღონისძიებების განხორციელებას, ხელს უწყობდა დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის ორგანიზებას, ინფორმაციის მართვასა და გავრცელებას და ქმნიდა ჩარჩოს ერთობლივი მოქმედებების მონიტორინგისთვის, შემოწმებისთვის და შეფასებისთვის. დაბოლოს, კავშირების დამყარების სფეროში CSA-ს ორი პროექტია BioHorizon (მოლდოვისა და თურქეთის ჩათვლით) და NCPs CaRE (მოლდოვის ჩათვლით), რომლებიც განკუთვნილია ეროვნული საკონტაქტო პუნქტების (NCP-ების) კვლევისთვის. ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვნად გაძლიერების მიზნით მათ ეროვნული საკონტაქტო პუნქტების ქსელი შექმნეს, რაც ყველა ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს განაწილებული ცოდნის, ერთობლივი განვითარებისა და სწავლების მეშვეობით ცოდნის გაზიარების საშუალებას აძლევს. ეს ზრდის ურთიერთგაგებას ეროვნული საკონტაქტო პუნქტის ყოველდღიურ მუშაობაში გამოყენებული განსხვავებული მიდგომებისა და მოთხოვნების, მათ შორის Horizon 2020-ის რთული და მრავალდისციპლინური ასპექტების შესახებ.

Keywords

ALFF, GreenBubbles, Oceans 2, BioHorizon, NCPs CaRE, დაივინგი, წყალმცენარეები, კონტაქტების დამყარება, შავი ზღვა